LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი: “სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება”

104
aaa

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა.

„ყველა იურიდიული პროცედურა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ დასრულდება“, – აცხადებს გასიევამ.

ცნობისთვის, 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

​ამასთან, იქამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

“ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის” – სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g