LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ჰემსვორტთან ერთად „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მთავარ როლს თორნიკე ბზიავა ასრულებს

3054
netflix

„ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში Extraction 2 ჰოლივუდის ვარსკვლავთან, კრის ჰემსვორტთან ერთად,  უამრავი ქართველი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის არიან თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და ირაკლი კვირიკაძე. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლშია ქეთი დოლიძის ვაჟი, მსახიობი თორნიკე ბზიავა. სწორედ მის გმირს უპირისპირდება კრის ჰემსვორტის პერსონაჟი. მისი გმირი ტაილერ რეიკი, რომელიც პირველ სერიაში სასწაულებრივად გადარჩა, ახალ დავალებას იღებს და ქართველ განგსტერებთან ბრძოლას იწყებს.

ვიდეო: თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და თორნიკე გოგრიჭიანი EXTRACTION 2-ში კრის ჰემსვორტან ერთად თამაშობენ

თორნიკე გოგრიჭიანი და თორნიკე ბზიავა დანიელ ბენჰარტთან ერთად, რომელიც ქართველ მსახიობებს ტრიუკების შესრულებაში ავარჯიშებს

განგსტერი ძმების როლებს თორნიკე გოგრიჭიანი და თორნიკე ბზიავა ასრულებენ. ერთ-ერთი განტსერის მეუღლის როლს თინა დალაქიშვილი განასახიერებს. „ნეტფლქსის“ ახალ ნაწარმოებში ასევე მონაწილეობს ახალგაზრდა მსახიობი, ანდრო ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი განგსტერის შვილის როლშია. გადაღებები პრაღაში, ვენასა და სიდნეიში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულ ფილმში ამდენი ქართველი მსახიობი ერთად მონაწილეობს და გარდა ამისა, მათ მთავარი როლები აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები