„ნეტფლქისის“ მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 კრის ჰემსვორთი პარტნიორობას რამდენიმე ქართველი მსახიობი გაუწევს.
IMDB-ს ცნობით, ფილმში თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე, თორნიკე გოგრიჭიანი და ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, იგივე „ჰალკი“ ითამაშებენ.
ახალი ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის მაისში შედგება.