„აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს“, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ნაწილია“, – განუცხადა პრაისმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი