LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი 

116
ბიბილოვი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სურს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, მალე მიიღებს ზომებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის ნაწილი გახდეს, მაგრამ რა კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებზეა საუბარი ბიბილოვს არ აღუნიშნავს.

ოსური მედიით ვრცელდება ანატოლი ბიბილოვის მიმართვა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი ე.წ. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზაა.

უახლოეს მომავალში ჩვენ გადავდგამთ შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები