LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება” – ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა

86
1648659131-ანატოლი-ბიბილოვი

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, მალე დიდი ოცნება ახდება.

„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი – პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, – აცხადებს ბიბილოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები