LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიბილოვმა საქართველოს წნელისი და ჩორჩანა „აჩუქა“- ეს დასახლებები რეგიონს უკან უნდა დაუბრუნდეს“ – ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს ე.წ საზღვართან დაკავშირებით დელიმიტაციაზე მუშაობს

161
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს ე.წ საზღვართან დაკავშირებით სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობის აღსადგენად ემზადება.

კომისიის თავმჯდომარის გარი მულდაროვის განცხადებით, რუკაზე მუშაობა დასრულებულია. რუსული სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ სპიკერმა ალან ალბოროვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დელიმიტაციისა და დემარკაციის განხილვის მიზნით, სხდომის გამართვა დაავალა.“

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს თითქმის 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი, მათ შორის, სოფლები წნელისი და ჩორჩანა „აჩუქა“ და ეს დასახლებები რეგიონს უკან უნდა დაუბრუნდეს.

2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ბიბილოვი მაშინ ამტკიცებდა: 1922 წლის დადგენილებით სოფლები წნელისი და ჩორჩანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ ზოგიერთი სოფელი „შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.“

„ეს არის ისეთი დასახლებები ან უშუალოდ მათ მიმდებარე ტერიტორიები, როგორიცაა გუჯაბარი, არცეუ, ორჭოსანი (გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი). ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მან 2021 წლის დეკემბერში.

ბიბილოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს ცნო საბჭოთა საზღვრებში, რომელიც 1990 წელს არსებობდა.

„ცხინვალში რეფერენდუმი ჩატარდება – როდესაც ბევრი რუსეთს ზურგს აქცევს, ჩვენ მისკენ მივდივართ…ეს ჩვენი სამყაროა“: ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი: „საქართველომ შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები