LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალიდან თბილისში, დაჭრილი 10 წლის ბავშვი გადმოიყვანეს – გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ძმამ ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით დაჭრა

4303
Untitled design (3)

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, დაჭრილი 10 წლის ბავშვი ცხინვალის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.

ekhokavkaza-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ძმამ, ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით დაჭრა.

როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს წითელ ჯვარში“ განუცხადეს, ბავშვი გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შემთხვევის საფუძველზე გადმოიყვანეს.

მედიასაშუალებების ცნობით, შემთხვევა გუშინ, 28 სექტემბერს მოხდა – 23 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით ტარების შედეგად 10 წლის ძმა დაჭრა.

მოზარდი თავდაპირველად ცხინვალის რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები