LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირსეულად ვიღებ გამოწვევებს, მიჩვეული ვარ ბრძოლას… გვესმის, რომ მეორე ტური იქნება – ბიბილოვი

144
ანატოლი

ე.წ. „რესპუბლიკაში“, სავარაუდოდ, „არჩევნების მეორე ტურის“ ჩატარება გახდება საჭირო, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს. მისი თქმით, მეორე ტურში ის პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს დაუპირისპირდება.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა, რასაც ვერც „არჩევნები“ და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი“ ვერ შეცვლის: აშშ-ს საელჩო საქართველოში

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს

„ჩვენ გვესმის, რომ მეორე ტური იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ოქმების 96 პროცენტზე მეტი დამუშავებულია. არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონების შესაბამისად. სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია მეორე ტურში გასვლა ალან გაგლოევთან.

არჩევანი ხალხზეა. ვისაც ხალხი მისცემს ხმას, ის იქნება პრეზიდენტი“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

მისი თქმით, გამოწვევების არ ეშინია და მზადაა ბრძოლისთვის.

„ღირსეულად ვიღებ გამოწვევებს, მიჩვეული ვარ ბრძოლას, მთავარია სიმშვიდე“, – განაცხადა მან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებზე“ 20.00 საათისთვის „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 82.07 პროცენტი შეადგინა.

უკრაინის საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები