LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატჩი მშვიდობისთვის: კიევის დინამოს ევროპის ტოპ კლუბებთან ითამაშებს

45
Screenshot 2022-04-03 175621

კიევის „დინამო“ ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბს შეხვდება.

ეს იქნება ამხანაგური მატჩები საერთაშორისო საქველმოქმედო მისიის ფარგლებში.

აპრილსა და ივნისში დაგეგმილია კიეველთა შეხვედრები დორტმუნდის „ბორუსიასთან“, პსჟ-სთან, „სტიაუასთან“, „ლეგიასთან“, „ბარსელონასთან“, „მილანთან“, „ბენფიკასთან“, „აიაქსთან“, „სპორტინგთან“, „ბაზელთან“.

ყველა თამაში ჩატარდება ლოზუნგით „მატჩი მშვიდობისთვის!“

ასეთი მატჩების მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უკრაინაში არსებულ ვითარებასა და დაზარალებული უკრაინელებისთვის სახსრების შეგროვება.

ყველა მატჩს აჩვენებენ უკრაინისა და ევროპული ტელეარხების ეთერში. პროექტს შეუერთდებიან უკრაინელი ხელოვნების ვარსკვლავებიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები