მომღერალმა დათო ხუჯაძემ „ფარულ კონვერტში“ აგვისტოს ომი გაიხსენა.
მომღერალი ამბობს, რომ 14 წლის წინ მოსკოვში იმყოფებოდა და იხსენებს, რა რთული იყო ქართველისთვის იმ დროს რუსეთის დედაქალაქში ცხოვრება.
„რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო, ქუჩაში დაგვდევდნენ. ნაცნობი ტაქსის მძღოლები გვყავდა და ვეუბნებოდი, რომ მოშორებით გაეჩერებინათ, კარი გაეღოთ, გავვარდებოდი ხოლმე და მანქანაში ვხტებოდი.
კავკასიელებს დაგვდევდნენ. სახეზე რომ შემოგვხედავდნენ საბუთების წარდგენას ითხოვდნენ და ხევდნენ პასპორტს.
საშინელება ხდება, არ ვიცი ვინ და რატომ დაუშვა ეს ყველაფერი. იმის გამო, რომ რუსეთი ამხელა ერია, თავს უფლებას აძლევს, რომ ვიღაცები ჩაგროს, ყოველთვის ასე იყო“, – ამბობს ხუჯაძე.
ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარულია… ჩემთან ურთიერთობას უშლიან – ხუჯაძე