LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე ცოლად ქართველ ფეხბურთელს გაჰყვა: „მეუბნებოდა, ეს შენი სხეულია, შენ უნდა გააჩინო ბავშვი და როცა მზად იქნები, მაშინ გადავდგათ ეს ნაბიჯიო…“

13172
nia

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე გათხოვდა. მისი რჩეული ქართველი ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. წყვილმა ოჯახი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ შექმნა.

ნია წივწივაძე სიყვარულის და დაოჯახების ამბავს ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. ის ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

რამდენი ხანია, რაც ოჯახი გაქვთ?

ნია წივწივაძე: 

დაახლოებით ორი წელია. მანამდეც ვფიქრობდით ერთად ცხოვრებას, მაგრამ სახლის მშენებლობის პროცესი გაიწელა. მაშინ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ 24 საათს ერთად ვატარებდით. წლები რომ იცნობ ადამიანს, ერთად დადიხართ დასასვენებლად, დიდ დროს ატარებთ საერთო წრეში, ერთად ცხოვრებას აღარ უკავშირდება აღმოჩენები.

ერთად რომ გადავედით საცხოვრებლად, ოთხ დღეში თვითონ წავიდა ბათუმში საცხოვრებლად და დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. თვეში ორი-სამი დღე ვნახულობდი და ეს ცოტა რთული იყო. ასე ერთი წელი გაგრძელდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პერიოდი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. სამსახურში დღეებს ვეძებდი ბათუმში წასასვლელად, ანალოგიურად იყო ისიც, ამიტომ ეს რთული პერიოდი საინტერესოდ გავატარეთ…

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nia ☆ ნია (@niatsivtsivadze)

შვილზე არ გეკითხებიან, როდის აპირებთო?

კი, კი (იცინის) როცა მე და ნიკუშა საცხოვრებლად ერთად გადავედით, მეუბნებოდა, შენ როცა გინდა, ეს შენი სხეულია, შენ უნდა გააჩინო ბავშვი და როცა მზად იქნები, მაშინ გადავდგათ ეს ნაბიჯიო. მე მგონია, რომ თავდაპირველად მარტო უნდა ვიყოთ. დასაწყისში ესეც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ბათუმში წავიდა საცხოვრებლად, მივხვდი, რომ ორსული ან ბავშვიანი რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ბავშვისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც პატივს სცემს ჩემს აზრს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული…

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nia ☆ ნია (@niatsivtsivadze)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g