LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა პლუსი“ ამიერიდან 103.5-ზე გადაინაცვლებს!..

243

პოპულარული რადიო „ფორტუნა პლუსი“ მისამართს იცვლის, თუმცა 103.4-დან არცთუ ძალიან შორს. მისი ახალი მისამართი FM სივრცეში იქნება 103.5. თბილისში უკვე მოქმედებს ეს ცვლილება, ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილოთ თქვენს რადიომიმღებებზე და შესაბამისი სიხშირე დააყენოთ, ხოლო რეგიონებში 103.5-ზე „ფორტუნა პლუსი“ ეტაპობრივად გადაინაცვლებს. ზემოხსენებული სიახლე საჭირო გახდა იმისთვის, რომ ყველა ტიპის ავტომობილში უმაღლესი ხარისხის მიღება იყოს შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ უახლესი ჰიტების რადიო ზუსტად 18 წლის წინ შეიქმნა და საკუთარი მყარი ადგილი დაიკავა მოწინავე პოზიციებზე, რომელიც არსებობის არც ერთ ეტაპზე არ დაუთმია. დაბადების დღე რადიომ ახლახან, 1-ელ სექტემბერს აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები