სააგენტო „ფრანს პრესი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.
„მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს ნაბიჯი არის ევროპული ინიციატივის ნაწილი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ, 40 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო.