LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ სთხოვა ხელი დათო ხუჯაძემ მეორე ნახევარს: „ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა…“

1560
dato

გარკვეული პერიოდის წინ დათო ხუჯაძე დაქორწინდა. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახდა. მომღერალს დიდი ბედნიერება ეწვია, როცა რამდენიმე თვის წინ გოგონა, ილა შეეძინა. მას პირველი ქორწინებიდან ნათია ონიანთან ასევე გოგონა ჰყავს, მელანო, თუმცა მასთან ურთიერთობის საშუალება, სამწუხაროდ, არ აქვს.

დათოს მეუღლე, ეკა დალაქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, როგორ სთხოვა ხელი რჩეულმა:

„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა (იცინის). ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა აგდამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება, დიდი ხანია იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“.

დათო ხუჯაძეს მამა გარდაეცვალა

ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარულია… ჩემთან ურთიერთობას უშლიან – ხუჯაძე

„რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი, ქუჩაში დაგვდევდნენ“ – ხუჯაძე აგვისტოს ომზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g