LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეძებეთ ახალი სამსახური, რა საჭიროა პენსია?!“ – 60 წლის ეკატერინა ანდრეევა რუსეთში  პენსიის გაუქმების იდეით გამოდის

5215
andreeva

რუსეთის „პირველ არხზე“ საინფორმაციო გადაცემა „ვრემიას“ უცვლელმა წამყვანმა, ეკატერინა ანდრეევამ ინტერვიუ მისცა ნადეჟდა სტრელეცს და მის „იუთუბ“ არხზე სოციალურ თემებზე ისაუბრა. პუტინის ფავორიტი ტელეწამყვანის თქმით, მას არ მოსწონს საპენსიო პოლიტიკა და თვლის, რომ ადამიანები 50 წელს ზევით პენსიას არ უნდა ელოდებოდნენ: „ბებიაჩემი როგორც კი პენსიაზე გავიდა, ორ წელიწადში გარდაიცვალა. ამიტომ სანამ ჩვენ ხალხს ვჭირდებით, რა პენსიაზეა საუბარი? ეძებეთ ახალი სამსახური, ნუ დალევთ, მოძებნეთ სხვა ქალაქები სამოგზაუროდ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პენსია ასე ადრეული ასაკიდან“ – განაცხადა ანდრეევამ.

მან ასევე პირველად გაამხილა თავისი ასაკი და თქვა, რომ უკვე 60 წლისაა.

ეკატერინა ანდრეევა: „შეგნებულად არ გავიხედე უკან, ვიცოდი საღებავს შემასხამდა, ოვსიანნიკოვა ქვეყნის მოღალატეა“ 

პუტინის საყვარელი ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევა, რომლის ასაკიც რუსულმა მედიამ ვერაფრით გაარკვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g