LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანმა მოძრაობა #MeToo გააკრიტიკა

73

მოძრაობის #MeToo წყალობით უამრავმა ქალბატონმა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სექსუალური ძალადობა ან შევიწროვება მამაკაცთა მხრიდან, საჯაროდ მოჰყვა საკუთარი ისტორია. დანარჩენებს არ ჩამორჩნენ არც ვარსკვლავები და იმ ძალადობაზე, სექსისზმზე ისაუბრეს, რომელსაც თავად ემსხვერპლნენ. მართალია, ბევრმა ცნობილმა ქალბატონმა ღიად დაუჭირა მხარი მოძრაობას, მაგრამ გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც კოლეგები მხოლოდ ყურადღების მიქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.

მაგალითად, ლინდსი ლოჰანი თვლის, რომ #MeToo-ს წარმომადგენლებს უბრალოდ არ ჰყოფნით ყურადღება და სინამდვილეში ძალიან სუსტები არიან. „მძულს საკუთარი თავი ამას რომ ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს, ვინც საკუთარი ისტორია საჯაროდ მოჰყვა, უბრალოდ ყურადღების მიქცევა სურდა“, – აღნიშნა ლოჰანმა და დაამატა, რომ დანაშაულის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ პოლიციაში განცხადება, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ბრალის დამტკიცება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები