რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპაციის პერიოდში ქალაქში 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ბუჩას მერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ანატოლი ფედორუკის თქმით, ის პირადად შეესწრო რუსი სამხედროების მიერ ადამიანების სიკვდილით დასჯის ფაქტებს.
„რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. სამი სამოქალაქო მანქანა ევაკუაციას კიევისკენ ცდილობდა, ისინი სასტიკად დახვრიტეს. ვნახე ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა, სთხოვდა მათ, რომ არ ესროლათ მისთვის, მაგრამ მათ ორსული ქალი უბრალოდ სასტიკად დახვრიტეს,“ – განაცხადა ფედორუკმა.
მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც უარყო რუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის ბრალდებები, მოუწოდა, რომ „ჩასულიყო ქალაქ ბუჩაში, ენახა დაღუპულთა ცხედრები და თვალებში ჩაეხედა მათ ოჯახებისთვის – დედებისთვის, ქმრებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც დაობლდნენ.“
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.