LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მოსკოვში არის ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და “პატრიოტთა ალიანსს” ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს

75
იაგო-ხვიჩია-2

„პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მოსკოვში არის ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და “პატრიოტთა ალიანსს” ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “პატრიოტთა ალიანსის” გარდა პრორუსი ამომრჩეველი ჰყავს, როგორც  “ალტ- ინფოს” და “ევროპელ სოციალისტებს” ასევე “ქართულ ოცნებასაც”.

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს

„ჩემი აზრით, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მომავლისთვის, ირმა ინაშვილი და “პატრიოტთა ალიანსი” ჩავა თუ არა მოსკოვში. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და “პატრიოტთა ალიანსს “ბევრი კონკურენტი ჰყავს. ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, შესაბამისად, ისინი ახლა ამით აჩვენებენ, რომ თვითონ ყველაზე პრორუსია. სხვა პარტიებიც აკეთებდნენ ამას, როცა მოსკოვში წასვლას ცდილობდნენ, რათა ეჩვენებინათ, როგორი გულმხურვალე რუსები და პუტინისტები არიან. ამ ფრონტზე “ალტ-ინფოც” მოძრაობდა, ამ ხმებზე მუშაობენ “ევროპელი სოციალისტებიც”, “ქართული ოცნების” ბოლო ნარატივითაც, პრორუსი ამომრჩევლის ნაწილი მას აძლევს ხმას და პატრიოტთა ალიანსი იძულებულია მიმართოს რადიკალურ ზომებს, როგორიც არის მოსკოვში ჩასვლა, რათა ამომრჩევლის ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ყველაზე მეტად თვითონ წარმოადგენს პუტინის და რუსეთის ინტერესებს საქართველოში,”- განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g