ქსელში გავრცელდა მოკლე ვიდეო რგოლი, სადაც მოდიფიცირებული Ford Bronco-ს მძღოლი ექსტრემალურ ტრიუკს ასრულებს.
ლოს-ანჯელესის მკვიდრმა ადგილობრივ უდაბნოს მიაკითხა, რათა ყველგანმავლის საჭესთან მჯდომს საშიში ნახტომი შეესრულებინა. ქვიშის ტრამპლინის დახმარებით ავტომობილმა ჰაერში 30 მეტრი იფრინა, შემდეგ საკმაოდ უხეშად დაეშვა და 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე სახლისკენაც გაემართა.
ექსტრემალური ნახტომის შესრულებამდე, მძღოლმა Ford Bronco-ს უსაფრთხოების სხვადასხვა დეტალები დაუმონტაჟა და ამ განახლებების დამსახურებით ავტომობილი ფაქტობრივად უვნებლად გადარჩა.