მსახიობმა რასელ ქროუმ საკუთარ „ინსტაგრამზე“ უცნაური ვიდეო გააზიარა და თაყვანისმცემლები გაურკვევლობაში დატოვა. მასში ის არეული ულვაშისა და თმის დავარცხნას ცდილობს.
აღნიშნული მანიპულაციის შესრულების პარალელურად ის ღიღინებდა. „მსახიობი ემზადება“, – სწორედ ამ შინაარსის ტექსტი ეწერა ვიდეოს. რომელ სასცენო ვიზუალზეა საუბარი, უცნობია.
https://www.instagram.com/p/BljayP6hHrh/?utm_source=ig_embed
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ქროუს ახალ ფილმში „True History of the Kelly Gang“ ცნობილი ავსტრალიელი ყაჩაღი ნედ კელი უნდა განესახიერებინა. გადაღებები კი გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო.
სექტემბერში რასელ ქროუს მონაწილეობით ფილმი „განწმენდა“ გამოვა, სადაც პარტნიორობას მას ნიკოლ კიდმანი, ჯოელ ედგერტონი და სხვა მსახიობები უწევენ.