LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება: კარლ ჰარცელი

104
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ „ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება“.

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა, რასაც ვერც „არჩევნები“ და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი“ ვერ შეცვლის: აშშ-ს საელჩო საქართველოში

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები