LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩებზე თავდასხმებს ურთიერთობების ჩიხში მივყავართ, დროა, ადამიანებმა ღრმად ჩაისუნთქონ და არ იფიქრონ, რომ საქართველო ევროკავშირის ან ამერიკის მსხვერპლია – ბრაიზა

247
braizaaaa

ასეთ თავდასხმებს მივყავართ ურთიერთობის ჩიხში – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელზე ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

“ისეთი პირადი თავდასხმები, როგორიცაა აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელზე, არ არის მდგრადი გზა. ასეთ თავდასხმებს მივყავართ ურთიერთობის ჩიხში…

დროა, ადამიანებმა ღრმად ჩაისუნთქონ და არ იფიქრონ, რომ საქართველო ევროკავშირის ან ამერიკის მსხვერპლია. ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი მსოფლიოში? ეს არის ამერიკა და ევროკავშირი. რუსეთი არ არის [საქართველოს მეგობარი] და საქართველოს 80%-ზე მეტმა ეს იცის. როდესაც საღი აზრი გაიმარჯვებს და შემცირდება პოლარიზაცია, ვიცი, რომ საქართველო მივა დასახულ მიზნამდე”, – განაცხადა ბრაიზამ “ფორმულაში”.

მეთიუ ბრაიზა: აშშ-ის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები