LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული კრახი: ქვეყანამ საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

142
a6059f1dc14b4eb08cf33fd70535873d

რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, – ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო S&P Global ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, რუსეთმა ორ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციის რუბლში გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ვალის დაფარვა 4 აპრილს უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ 4 აპრილიდან მოყოლებული რუსეთს ვალის დასაფარად 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, საკრედიტო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს დასავლეთის სანქციების ფონზე აღნიშნული ვალის დაფარვას.

შეგახსენებთ, საგარეო ვალის დეფოლტამდე, რუსეთში პირველი დეფოლტი 11 აპრილს სახელმწიფო რკინიგზაზე მოხდა. უფრო კონკრეტულად, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო რკინიგზის მიერ გამოშვებული ობლიგაციების დაფარვა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები