LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა” – ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში უცხოელი პროფესორი გაიტაცა, დაკავებულია

267
BeFunky-collage (6)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ტაქსის მძღოლი დააკავეს.

გუშინ ოთარ აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ტაქსის მძღოლმა აეროპორტიდან უცხოელი პროფესორი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა და გომბორის მთაზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა.

ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g