LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლმა აეროპორტიდან უცხოელი პროფესორი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა და გომბორის მთაზე დატოვა

335
BeFunky-collage (9)

დღეს, დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ტაქსის მძღოლმა რიგის უნივერსიტეტის პროფესორი და მისი თანმხლები პირები ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა და პირობის შეუსრულებლობის გამო, გომბორის მთაზე დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე ავრცელებს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ოთო აბესაძე წერს, რომ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი, საქართველოში, დღეს 11 აპრილს, დილის 5 საათზე ჩამოფრინდა.

მან და მისმა თანმხლებმა პირმა კი, აეროპორტში სასტუმროში ტრანსფერისთვის ტაქსი გამოიძახეს.

„ტაქსის მძღოლმა თბილისში სასტუმროსთან ღირებულების ნაცვლად (23 ლარი) მოსთხოვა 195 ლარი. გაპროტესტების შემდეგ წაიყვანა საქმის გასარჩევად ვითომ აეროპორტის პოლიციაში და სინამდვილეში გომბორის მთაზე.

როდესაც პროფესორმა ნახა, რომ მძღოლი გასცდა აეროპორტის გზას, ჩემს ოჯახის წევრს გამოუგზავნა ტაქსის ნომერი და შეტყობინება, რომ იგი არის გატაცებული.

შემდეგ გომბორის მთაზე მძღოლმა თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც თავისთავად ვერ მიიღო და მგზავრები დატოვა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მანქანიდან გადმოსვლისას იყო ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო პროფესორის თანმხლებმა პირმა.

მომენტალურად შევატყობინეთ პოლიციას. პროფესორი და მისი თანმხლები პირი ახლაც არიან გამოკითხვაზე. მსგავს კრიმინალს სახელმწიფომ უნდა უპასუხოს უმკაცრესად ‼️“ – წერს სოციალურ ქსელში ოთო აბესაძე.

 

magti 5g