ამიერიდან, სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ სხვა მომხმარებელს ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდება. ასეთ ვიდეოჩატებში მონაწილეობას მაქსიმუმ 4 ადამიანი შეძლებს.
„ვიდეოჩატი საშუალებას მოგცემთ მობილური კავშირის გარეშე დაუკავშირდეთ ადამიანებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამას გარდა, მომხმარებლები ახალ ეფექტებსაც მიიღებეს ფოტოებზე, ხოლო თემატურ პოსტებს უფრო მალე იპოვიან.