LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაინტერესებთ, რატომ აქვს ნაკლები ნახვა თქვენს „ინსტაგრამ“ პოსტებს? – ახალი დეტალები

220
1484706

თუკი გაინტერესებთ, რატომ აქვს ნაკლები ნახვა თქვენს „ინსტაგრამის“ პოსტებს, გამოჩნდა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.

„ინსტაგრამის“ ხელმძღვანელმა, ადამ მოსერმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამის შესახებ საუბრობს. ახალი ინსტრუმენტი აპლიკაციის არსებული „ანგარიშის სტატუსის“ ფუნქციების გაძლიერებას მოიცავს. ახალი ინსტრუმენტებით, ჩვენ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება „კულისებში“.

მოსერის თქმით, გაუსაჯაროებელი წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მთელი ანგარიშის შენელება. თქვენი კონტენტი მხოლოდ მათთვის გამოჩნდება, ვინც ინსტაგრამზე მოგყვებათ.

საკუთარი ანგარიშის შესამოწმებლად, გადადით პარამეტრების მენიუში „ინსტაგრამის“ აპში და აირჩიეთ ანგარიში, შემდეგ ანგარიშის სტატუსი. აქ ნახავთ ყველა პოსტის შეჯამებას, რომელიც მიჩნეულია, რომ არღვევს ინსტაგრამის მითითებებს და მოგეცემათ შესაძლებლობა, იმოქმედოთ პრობლემის გადასაჭრელად.

ტექნოლოგიური სიახლეები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Adam Mosseri (@mosseri)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები