LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც “ალტ ინფოს” ოფისი აკურთხა და განაცხადა, რომ ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა

1311
ვახტანგ

შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, სასულიერო პირს, მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

მიზეზი სავარაუდოდ, მის მიერ, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები გახდა.

„ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი“? – განაცხადა მამა ვახტანგ თოხაძემ.

მანამდე კი სასულიერო პირმა “ალტ ინფოს” ოფისი აკურთხა.

როგორც ეპარქიის პრესსპიკერმა, მამა ბასილ გოგოტიშვილმა გამოცემას აცნობა, მამა ვახტანგ თოხაძეზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g