LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს – The Washington Post

114
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიაროს.

ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაიდენს მტკიცე ვალდებულება ზელენსკის მოთხოვნის მიმართ არ დაუფიქსირებია.

The Washington Post-ის თანახმად, ცივი ომის დროსაც კი, ვაშინგტონი თავს იკავებდა საბჭოთა კავშირის ამგვარად დასახელებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა ტერორისტულ აქტორებად მიჩნეულ ჯგუფებს 1970-იან და 1980-იან წლებში.

აშშ-ს ტერორის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში ამჟამად ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g