LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს საოკუპაციო ხაზთან ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო

1316
ელენე-ხოშტარია-ფოტო-სალომე-ცოფურაშვილი-1100x733

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მოქალაქეებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ “სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო”.

“ხვალ გვაქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა. დაახლოებით, ორ კვირაში ერთხელ დავდივართ ხოლმე, ხალხს ვესაუბრებით, ვუსმენთ, რასაც შეგვიძლია, ვუგვარებთ. მორიგ ჯერზე ჩვეულებრივად დავგეგმეთ და დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო.

ცხადია, არც სოფელს ვიტყვი და არც ხალხს დავასახელებ. მეტიც, ხვალ არ ჩავალ, რადგან არაფერი მიღირს ამ ხალხის შეწუხებად, თან ამ დროს. ისე ჩამოვალ ვერც გაიგებთ, მაგრამ, აი, თქვენი სახე ესაა, ყველაფერს შვებით დაპირისპირებისთვის, პარტიული მიზნებისთვის. მაინც არ გამოგივათ”, – წერს ელენე ხოშტარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g