LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი გაუგებრობა გაიფანტა – წულუკიანი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

240
BeFunky-collage (8)

კულტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა და აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე.

“შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკ ნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მათ აქვთ წვდომა სახელისუფლებო რესურსზე უკრაინაში, ისინი არ ერიდებოდნენ ტყუილის გავრცელებას. შესაბამისად, ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებზე. იცოდნენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობით, დგას მათ გვერდზე ამ უმძიმეს ჟამს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები