LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი, თუ ღერღილსაც აღარ მოგვცემს, იძულებულები ვიქნებით გავწყვიტოთ ქათამი” – მეფრინველეობის დარგში პრობლემებია

178
wiwila2

„იმის მაგივრად, რომ შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას საზღვრები ჩაეკეტა, ადგილობრივი წარმოება (მარცვლეული) არ გასულიყო ექსპორტზე და ჩვენ გვესარგებლა, სრულად ირანმა გაიტანა. ჩაკეტონ საზღვარი, ქვეყანა კრიზისის წინაშეა“, – ამის შესახებ ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომელმაც დარგში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში მარცვლეულის პრობლემა შექმნა, რაც მეფრინველეობის დარგის გამართულად მუშაობასთან არის დაკავშირებული.

ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში ფრინველისთვის საჭირო მარცვლეული რუსეთიდან (სიმინდი) და უკრაინიდან (ხორბალი) შემოდიოდა. შექმნილ სიტუაციაში ექსპორტი ვეღარ ხორციელდება, ვითარება კი რთულია.

როგორც მამუკა ნოზაძე ამბობს, ადგილობრივი წარმოება მცირეა და ისიც ექსპორტზე გადის. „ამის შემდეგ რა მოხდება არავინ არ იცის, რუსეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი, თუ ღერღილსაც აღარ მოგვცემს, იძულებულები ვიქნებით გავწყვიტოთ ქათამი“ – აცხადებს ნოზაძე „ბიზნესპარტნიორთან“. მისი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან სიმინდის შემოტანა მაღალი ფასის გამო არარეალურია, რადგან ეს იმდენად გაზრდის თვითღირებულებას, რომ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ვეღარ გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g