LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებლად რამე უბედურება მოხდება თუ ასე გაგრძელდება, მუშაობს 5 კაციანი ბრიგადა, რაღაცას ჩიჩქნიან – ირაკლი როსტომაშვილი რიკოთის მონაკვეთზე

305
ipiccy_image

რიკოთის მონაკვეთი ალბათ 90 წლებში არ იყო ასეთი დანგრეული. რამდენი თოვლი მოვა, იმდენჯერ გაუვალი ხდება, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ძროხები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა.

„მუშაობს 5 კაციანი ბრიგადა, რაღაცას ჩიჩქნიან და “ლატკებს” აკეთებენ, რომელიც ასევე პირველი თოვლის შემდეგ აიყრება. რაც მთავარია ასეთი ტემპით ხუთშაბათამდე, (როცა ნახევარი თბილისი დასავლეთისკენ უნდა დაიძრას) ვერ მოასწრებენ. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ძროხები უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. აუცილებლად რამე უბედურება მოხდება, უბრალოდ დროის ამბავია, თუ ასე გაგრძელდება“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი როსტომაშვილმა, რომელიც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს, პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა. ასოციაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე თავი ამოწურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g