LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო.. 30 ტყუილი იყო ნათქვამი – ირაკლი ქარსელაძე

128
Untitled design - 2024-03-21T104239.399

რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებული კამპანიური შეტევის მიზანი იყო მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა და შეშინება.

„რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს.

დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები მიმართული იყო მოსახლეობის ხელოვნურად დასაძაბად და შესაშინებლად, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ყოფილა.

რაც შეეხება 149-ე კილომეტრს ვიტყვი, რომ იქ მეწყერი არ ჩამოწოლილა. აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მომეტებული საფრთხის გარემოებად იქნა მიჩნეული, ამის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაგვეკეტა და, შესაბამისად, გადაგვერთო მოძრაობა და დაგვეწესებინა სპეციალური რეჟიმი“,- განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, კონტრაქტორები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ატარებენ, არცერთ კომპანიასთან მიმართებით სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა.

„კონტრაქტორები, რომლებიც ამ მონაკვეთებზე სამუშაოდ არიან შერჩეულნი, სრულ შესაბამისობაშია იმ პოლიტიკასთან და არცერთ კომპანიასთან მიმართებაში სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიამ იმუშაოს თუ არა ასეთი კითხვა არ არის ლეგიტიმური, არც საფუძვლიანი“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება გვირაბების და ხიდების ასაშენებლად, მინისტრის თქმით, უსაფრთხოა ობიექტური მიზეზების გამო.

„უსაფრთხოა არა იმიტომ, რომ მე ირაკლი ქარსელაძემ ვთქვი, არამედ იმის გამო თუ რა სამუშაოები, რა პროცესები მიმდინარეობს, როგორ კონტროლდება და ა.შ. ამიტომ არის უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ არის უსაფრთხო. ობიექტურად რომ უსაფრთხოა ამაზეა საუბარი. 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნამდე იყო ორკესტრირებული კამპანია, რომელიც შედგებოდა მანიპულაციებისგან, ტყუილებისგან, დამახინჯებული და არასრულყოფილი ინფორმაციისგან. ერთადერთი მიზანი ჰქონდა ის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო დაშინებული“,- განაცხადა ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები