„რონდელის“ ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი თბილისის ქუჩებში გაჩენილ სიმბოლოებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ამის შემხედვარე, გინდა, არ გინდა, რუსი „ტურისტების“ მიერ კიევში ომის წინ გაკეთებული მსგავსი ნიშნები გახსენდება“.
„ასეა მონიშნული სამხედრო თვალსაზრისით ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო ობიექტი (მყარი შენობები სარდაფებით, მიწისქვეშა გადასასვლელები და ა.შ) რუსთაველის გამზირზე (და არამარტო რუსთაველზე).
ამის შემხედვარე, გინდა, არ გინდა, რუსი „ტურისტების“ მიერ კიევში ომის წინ გაკეთებული მსგავსი ნიშნები გახსენდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თქვენ რას იტყვით, თუ თქვენი საქმე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების უკანონო მოსმენებია?“ – წერს „ფეისბუქზე“ ზურაბ ბატიაშვილი.