LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 49%-სთვის მისაღებია, რომ მთავრობა არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – NDI-ის კვლევა

63
სანქცია

„ეროვნულ-დემოკრსტიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 21 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთი წინააღმდეგ გლობალურად დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურ სანქციებს არ შეერთებოდა. თქვენთვის მისაღებია თუ მიუღებელია საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება?“ — ასე იყო კითხვა ფორმულირებული, რომელიც მოქალაქეებს დაუსვეს.

  • 49%-მა თქვა, რომ მისაღებია,
  • 37%-სთვის – მიუღებელია,
  • 14% – არ ვიცი,
  • 1% – უარი პასუხზე.

“თუ დღეს ჩვენ შევუერთდებოდით დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას, დაბლა, რადგან მოგეხსენებათ, რომ საქართველო, რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, ვინაიდან თავის დროზე ვერ გათვალეს მოსალოდნელი რისკები”, — თქვა გამოკითხვაში მონაწილე 28 წლის ქალმა ბათუმიდან.

“მთავრობა უფრო იზღვევს თავს, არ მგონია ჩვენც რამე სანქციების დაკისრება შეგვეძლოს და ასეთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ და ამიტომ იზღვევენ თავს საფრთხისგან,” — ეს კი 28 წლის ზუგდიდელი ქალის მოსაზრებაა სანქციებზე არშეერთებასთან დაკავშირებით.

კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI: საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g