LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და საზღვარზე გადასახადის დაწესებას ითხოვს

120
რუსეთის მოქალაქეები

„ლელო საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და საზღვარზე გადასახადის (მოსაკრებლის) დაწესებას ითხოვს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს უალტერნატივო საჭიროებაა.

„ლელო“-ს განცხადებით, ეს მოთხოვნა პარტიამ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გააჟღერა, თუმცა, „სამწუხაროდ ხელისუფლებისგან რეაგირება ნულია.“

„NDI-ის ბოლო კვლევის შედეგები ადასტურებს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების თაობაზე.“ – აცხადებენ „ლელოში.“

უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას – NDI

კვლევის თანახმად, კითხვას, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, დადებითად 69%-მა უპასუხა, 21%-მა თქვა, რომ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, 10%-მა კი თქვა, რომ არ იცის.

 

 

 

პოპულარულები