LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ – „სოლიდარობას ვუცხადებთ თეა გოდოლაძეს, რომელიც ხელისუფლებასთან ასოცირებული მხარეების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა“

183
Untitled design (1)

„პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ თეა გოდოლაძეს, რომელიც დღეს ხელისუფლებასთან ასოცირებული მხარეების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა“, – ამის შესახებ განცხადებას „ლელო“ ავრცელებს.

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სისტემა მორიგ ჯერზე ილაშქრებს თავისუფალი, კრიტიკული, კომპეტენტური აზრის წინააღმდეგ:

„გოდოლაძის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დღეს საქართველო იმართება რუსეთის მსახური ხელისუფლების რუსული მეთოდებით.

სისტემა მორიგ ჯერზე ილაშქრებს თავისუფალი, კრიტიკული, კომპეტენტური აზრის წინააღმდეგ.

დღეს მანკიერი სისტემის მიზანია კრიტიკოსთა გაჩუმება, შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა და ქვეყნის უარესად ჩაფვლა ტოტალურ კორუფციასა და მომაკვდინებელ გულგრილობაში, რაც რუსეთის მსახური ხელისუფლების უმთავრესი მახასიათებლებია.

დამნაშავე ხელისუფლებას ეშინია ყველა კრიტიკოსის. სწორედ ამას მიეწერება გასულ დღეებში „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, წინააღმდეგ წარმოებული იაფფასიანი დეზინფორმაციული კამპანია.

მაგრამ, განურჩევლად დეზინფორმაციული ხრიკებისა, ხელისუფლება ვერსად გაექცევა ვერც შოვის უმძიმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვერც საზოგადოების კითხვებს რიკოთის საკითხის ირგვლივ.

„ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს შოვის ტრაგედიის დაუყოვნებლივ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონით დასჯას. გარდა ამისა, მოვითხოვთ გადაუდებლად ჩატარდეს რიკოთის მშენებლობის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით, ეს ამბავი არაფერია…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო” – თეა გოდოლაძე

შეგახსენებთ, 22 აგვისტოს ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები