LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით, ეს ამბავი არაფერია…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო” – თეა გოდოლაძე

924
BeFunky-collage - 2023-08-22T231943.578

სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით, ეს ამბავი არაფერია…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო, – ასე ეხმაურება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე მის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

„მე ვარ ძალადობის მსხვერპლი თეა გოდოლაძე და გპირდებით, ამ ძალადობის გამო, რაც მე გადავიტანე, იმ მძიმე წელიწადის გამო, იმ ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, რაც გადამატანინეთ, ყველაფრისთვის, ჩემი სიმართლის დამტკიცებისთვის კი არა, ჩემი უფლებების და ყველა ქალის უფლებების დაცვისთვის ვიბრძოლებ, ამას გპირდებით.

იმდენი ადამიანი გარდაიცვალა და ისეთი ტრაგედიები მოხდა, ამის დრო ნამდვილად არ იყო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო. სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით არაფერი არ არის და ბოდიში, რომ საზოგადოება დღეს ამაზე მოცდა.

შეგახსენებთ, დღეს, ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ  ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები