LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

336
თეა გოდოლაძე ფორტუნა

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე“, – წერს სოციალურ ქსელში სეისმოლოგი თეა გოდოლაძე და აღნიშნულით ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იგი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული.

როგორც თეა გოდოლაძე გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, სამართლებრივ ასპექტებზე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ მის ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია „საფარის“ იურისტს, ნინო ანდრიაშვილს.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ჩემი აქტიურობის გამო ხდება ყველაფერი. პროკურატურამ შემიკერა საქმე.. ჩემი ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ, ფეისბუკზეც ყველაფერს დეტალურად დავწერ.. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის.“

„ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას.

ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.

მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც.

მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებით გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას.

ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!“ – წერს თეა გოდოლაძე „ფეისბუკზე“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ  ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g