LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაშისტები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ: უკრაინის სახალხო დამცველი

197
War refugees from Ukraine at the Slovak border crossing Vysne Nemecke, on March 6, 2022. Ukrainians are fleeing the war after Ukraine was attacked by Russia. (CTK Photo/Ondrej Deml)

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ „რაშისტები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ“. მისივე განმარტებით, მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს.

„აგრესორის მედიიდან ცნობილი გახდა დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვის უკანონო გაყვანის ფაქტების შესახებ. ისინი ათამდე ადგილობრივი ოჯახში დროებითი მოვლისთვის გადაიყვანეს“, – განაცხადა დენისოვამ.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია დანაშაულია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტრეფიკინგის განმარტებას ექვემდებარება. დენისოვას განმარტებით, ოკუპანტები არღვევენ სახელმწიფოს ვალდებულებას შეიარაღებულ კონფლიქტში დაიცვას ბავშვების უფლებები, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლითაა გათვალისწინებული და ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლით, რაც ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას უკავშირდება და კრძალავს იძულებით გადასახლებას ან დეპორტაციას.

უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს კომისიას მიმართავს, გამოიძიოს რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და გაითვალისწინოს უკრაინაში რუსეთის მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევისა და დანაშაულის ეს ფაქტები.

 

magti 5g