სამწლიანი რომანის შემდეგ, 68 წლის რიჩარდ გირი და 35 წლის ალექსანდრა სილვა ქორწინდებიან. ცერემონია 5 მაისს ვაშინგტონშია დაგეგმილი.
რიჩარდისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება. 1991 წელს ის სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული, რომელსაც 4 წლის შემდეგ დაშორდა. 7 წლის მერე მან მოდელ კერი ლოუელზე იქორწინა, რომელსაც 2013 წელს დაშორდა.
რაც შეეხება სილვას, მისი პირველი მეუღლე მილიონერი ჰოვინდ ფრიდლანდი იყო.