LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი ლგბტ-პრემიის მფლობელი გახდა

60

ლოს-ანჯელესში ლგბტ-პრემია GLAAD Media Awards-ის ცერემონია გაიმართა. პრემიის ლაურეატები ყოველწლიურად ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც ადამიანთა თანასწორობისთვის, სექსუალური უმცირესობების სასარგებლოდ იბრძვიან.

წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი ბრიტნი სპირსი გახდა. მას გარდა, პრემია სერიალს „ეს ჩვენ ვართ“ და ფილმს „შავი პანტერა“ გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს GLAAD-ის მფლობელები ჯენიფერ ლოპესი და შარლიზ ტერონი გამხდარან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები