LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციებს შეერთებული ვართ როგორც ქვეყანა, რაც არ გაცხადდა ხელისუფლების მიერ, ეს უნდა ითქვას ღიად: ბადრი ჯაფარიძე

111
1619027527-ბადრი-ჯაფარიძე

უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს. ამ დროს მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა, შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ყველა პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო „ლელოს“ ინიციატივა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„ლელომ“ გავაჟღერეთ და შევიტანეთ ინიციატივა რეზოლუციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. ეს რეზოლუცია აუცილებლად მიღებული უნდა იყოს. ის, რასაც დღეს საქართველო აკეთებს და რეალურად, ჩვენ დღეს სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ, არ იქნა ხელისუფლების მიერ გაცხადებული. არც ერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რომ არ არსებობდეს ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამტარი ქვეყანა, რომელიც სანქცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g