LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა

157
WhatsApp_Image_2022-04-25_at_03.12.57

25 აპრილს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel წერს.

ლიბანიდან ნასროლი რაკეტა საზღვართან ახლოს, დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ფიქრობენ, რომ რაკეტა არა ირანის მარიონეტულმა ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, არამედ ადგილობრივმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს.

თავდასხმის პასუხად ისრაელის არტილერიამ ათობით ჭურვი ისროლა იმ მიმართულებისკენ, საიდანაც რაკეტა აფრინდა.

“თუ ტერორიზმი და ძალადობა გაგრძელდება, სწორი სამიზნეების წინააღმდეგ საჭირო ძალას გამოვიყენებთ”. – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა მომხდართან დაკავშირებით და ლიბანის მთავრობას მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მათ ტერიტორიაზე ხდება.

გასულ წლებში ლიბანიდან ისრაელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რაშიც, ძირითადად, პალესტინურ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ.

თავდასხმა ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებული დაძაბულობისა და ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის განახლების ფონზე მოხდა.

გასულ წელს, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ანკლავში საპასუხო იერიშები მიჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g