LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ, რუსეთის ქმედებები უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე კაცობრიობას ახალი კატასტროფით ემუქრება

174
Untitled design (9)

“ჩერნობილის კატასტროფიდან” 36 წელი გავიდა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ყველაზე მასშტაბური ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა.

36 წელი ჩერობილის კატასტროფიდან: „რუსული მშვიდობით“ გამოწვეულ ახალ კატასტროფას არ დავუშვებთ

ამ თარიღს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება და პარალელს დღევანდელობასთან ავლებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ახლა რუსეთის მოქმედებები უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე კაცობრიობას ახალი კატასტროფით ემუქრება:

“დღეს ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიომ გააცნობიერა “მშვიდობიანი ატომისადმი” დაუდევრობით მოპყრობის საფრთხე.

სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ მიხვდა. რუსეთის ფედერაციის მოქმედებები ახლა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე კაცობრიობას ახალი კატასტროფით ემუქრება”, – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

mazda magti 5g