LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათიკოს მეექვსე ოპერაცია სჭირდება!.. გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ…“

4827
daTi mTavarze

ისრაელში მცხოვრები ქართველი, თეა კუპატაძე, რომელიც შარტავას ავარიისას მძიმედ დაშავებული პატარა ბიჭუნას, დათი ქოქრაშვილის მკურნალობის პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს, წერს, რომ სამწუხაროდ, მას მეექვსე ოპერაცია სჭირდება და აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

„მეგობრებო! დათიკოს ისევ სჭირდება მე-6 ოპერაცია. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, თითოეული დღე და ოპერაცია ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მისთვის თითოეული (ლარი, დოლარი, ევრო და შეკელი მნიშვნელოვანია). გადავარჩინოთ 8 წლის დათის სიცოცხლე. ხვალ საღამოს 20:00 საათზე მივდივარ მოსანახულებლად, თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ გამატანეთ.  დავდებ ქრისტინეს (დედა) ანგარიშის ნომრებს. მადლობა, უფალმა დაგლოცოთ.

GE90BG0000000101545483

GE05TB7962745064300024

პირადი ნომერი: 01007011324

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g