LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის მიწოდების შეწყვეტა არის ნაბიჯი, რომლითაც რუსეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს – ევროკომისიის პრეზიდენტი

122
ურსულა

ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ „გაზპრომის“ გადაწყვეტილებამ პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეწყვიტოს, მინიმალური გავლენა მოახდინოს ევროპელ მომხმარებლებზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და ბულგარეთი უკვე იღებენ გაზს მეზობელი ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის პასუხი „გაზპრომის“ ქმედებებზე იქნება მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული.

„დღეს კრემლმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვა.

ევროპაში რუსული წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. გაზის მიწოდების შეწყვეტა არის ნაბიჯი, რომლითაც რუსეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g