რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, რომ „ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“. პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.
„კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
„სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეაქცია გვაჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კიევის უნარი და სურვილი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გერასიმოვთან შეხვედრაზე.